რესტორანი "თაღლაურა"

 

 

თაღლაურას გამარჯვებული გამოვლენილია!

2013 წლის 29 მაისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

გიორგი გარდავა - ახალთ-ახალი ავტომობილი FORD FIESTA
ირაკლი ნარეშელაშვილი - 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი 

იხილეთ ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია! 

 

 

“თაღლაურა” წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარესტორნო ქსელს, რომელიც აერთიანებს ოთხ რესტორანს თბილისის მასშტაბით.

 

"თაღლაურაში" სტუმრობისას, თქვენ დაგხვდებათ განახლებული ტრადიციული ქართული ელემენტებით გაფორმებული ინტერიერი და ცვილის ფიგურებით გაცოცხლებული ლეგენდარული ქართული ფილმების პერსონაჟების გარემო. “თაღლაურას“ მომღერლები კი იზრუნებენ თქვენთვის საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. ქართული ფოლკლორი და ცოცხალი შესრულება დაამშვენებს თქვენს ლხინს და შეგიქმნით ქართული სუფრის სასიამოვნო ატმოსფეროს.

 

ჩვენთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ჩეხური ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილზე მოხარშული თეთრი ან შავი ლუდი, სპეციალურად რესტორნისთვის დაყენებული კახური ღვინო, ნატურალური ხილის წვენებისგან დამზადებული საფირმო ლიმონათები, “თაღლაურას” საკუთარ თონეში გამომცხვარი უგემრიელესი ქართული შოთი და ლავაში. “თაღლაურას” ქართული და არა მხოლოდ ქართული კულინარიის ნიმუშები ყველა გურმანს აღაფრთოვანებს. “თაღლაურას“ აქვს საკუთარი ფერმა და სასათბურე მეურნეობა, შესაბამისად, გთავაზობთ 100% ნატურალურ ქართულ ხორცს და ნატურალურ ბოსტნეულს.

 

“თაღლაურას” ინტერიერი გამოირჩევა მასშტაბითა და დიდი და პატარა დარბაზებით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს საშუალება გაქვთ მოილხინოთ, როგორც ტემპერატურა-დაცულ დარბაზებში, ისე ნახევრად შეფუთულ და ღია აივნებზე. დიღმის “თაღლაურაში“ კი შეგიძლიათ იქეიფოთ 10 მეტრიანი ულამაზესი ჩანჩქერის პირას ან შეიკრიბოთ ტრადიციული კახური ვაზის ტალავერის ქვეშ. ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში კი, ქალაქარეთ, ოქროყანის “თაღლაურაში“ ბუნების წიაღში ისიამოვნებთ  და იმხიარულებთ, ხოლო, ბავშვები კი მათთვის სპეციალურად მოწყობილ ატრაქციონებზე გაერთობიან.

 

“თაღლაურას” გამოცდილი და პროფესიონალი კადრების მიერ შემოთავაზებული სერვისი და საუკეთესო ხარისხი აუცილებლად გაგიჩენთ ჩვენთან კვლავ დაბრუნების სურვილს. შუაქალაქში ან ქალაქგარეთ, სწორედ ის ადგილია, რომელიც ნებისმიერ სეზონზე მოგცემთ საშუალებას მოწყდეთ დედაქალაქის ხმაურს, განიტვირთოთ და ისიამოვნოთ.



საკონტაქტო ინფორმაცია და მდებარეობა

მისამართი ქ.თბილისი, ოქროყანისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ

ტელეფონი: (+995) 577 41 77 00

მოინახულეთ მდებარეობა რუკაზე

მისამართი ქ.თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ.

ტელეფონი: (+995) 555 20 77 00

მოინახულეთ მდებარეობა რუკაზე

მისამართი ქ.თბილისი, ორთაჭალა, გულიას ქ. N 1.

ტელეფონი: (+995) 555 24 77 00

მოინახულეთ მდებარეობა რუკაზე

მისამართი ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. მორფოლოგიის ინსტიტუტის მოპირდაპირედ.

ტელეფონი: (+995) 555 23 77 00

მოინახულეთ მდებარეობა რუკაზე