ისტორია
ჩვენი ისტორია

კომპანიის ისტორია იწყება 1998 წელს, როდესაც თბილისის ცენტრში, სააკაძის მოედანზე პირველი კაფე გაიხსნა. იმ დროისათვის კაფეში მხოლოდ 5 მაგიდა იყო განთავსებული ხოლო მისი ბრუნვა საშუალოდ 150 დან 200 ლარამდე მერყეობდა. თავდაპირველად კაფე არც თუ ისე წარმატებით ფუნქციონირებდა. რამოდენიმე ხანში მისი ლიკვიდაციის საკითხიც კი დადგა, მაგრამ საბოლოოდ, სწორი მარკეტინგული გათვლისა და რამოდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად ბიზნესმა აღმასვლა დაიწყო.

 

ზემოთაღნიშნულ კაფეს მოჰყვა პატარა თაღლაურას გახსნა რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ყველასათვის ცნობილი თაღლაურების ქსელის  დაარსებას რომელიც დღესდღეობით ოთხი მეგა რესტორნით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

 

ასევე სულ მალე დაარსდა ყველასათვის საყვარელი სახაჭაპურეების ქსელი მაჭახელა რომელიც დღესდღეობით საქართველოში ყველაზე ვრცელ რესტორნების ქსელს წარმოადგენს.

 

საბოლოოდ კი კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ ერთი რესტორნების ქსელი შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისათვის. სამიკიტნოს რესტორნების ქსელი  თაღლაურას შვილობილ რესტორნების ქსელად ითვლება, შედარებით პატარა მასშტაბისაა და მისგან განსხვავებით შესაძლებლობას იძლევა თბილისისა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უხვად იყოს წარმოდგენილი.

 

კომპანია ასევე ფლობს   სხვადასხვა მცირე ფრანგულ და იტალიურ რესტორნებს. ცნობილი ამერიკული სწრაფი კვების რესტორანს  Texas Chichen-ს და კიდევ ერთ სწრაფი კვების რესტორან New York Burger–ს.

 

დღესდღეობით კომპანია ასევე ჩართულია სოფლის მეურნეობის პროექტებში, კერძოდ კი ფლობს მეღორეობის ფერმას აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ გურჯაანში და სასათბურე მეურნეობას დასავლეთ საქართველოში ქალაქ ხობში.  კომპანია კვლავაც აგრძელებს განვითარებას და არსებული სარესტორნო ქსელების გაფართოების გარდა კიდევ უამრავ სიახლეს პირდება ერთგულ მომხმარებალს.